モリス・クヴィテラシヴィリさんのインスタグラム写真 - (モリス・クヴィテラシヴィリInstagram)「ძვირფასო მეგობრებო, კოლეგებო და ერთგულო გულშემატკივრებო! მოვიდა დრო მივიღო ის გადაწყვეტილება, რაც ადრე თუ გვიან ყველა სპორტსმენის ცხოვრების ნაწილი ხდება - სპორტული კარიერის დასრულება. ამ ეტაპზე ჯობს დავასვენო სხეული ინტენსიური დატვირთვისგან. არავის გაუკვირდება, რომ კარიერის დასრულება ყველა სპორტსმენის ცხოვრებაში ძალიან რთული ნაბიჯია და ხშირად თან სდევს უარყოფითი ემოციები. მაგრამ, სიტუაცია ავწონ-დავწონე და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა. მერწმუნეთ, ეს არ არის იმ სპორტსმენის სიტყვები, ვინც ბოლომდე გამოწურული და გამოფიტულია, ეს არის ადამიანის სიტყვები, რომელიც კიდევ ბევრის გაკეთებას გეგმავს. დარწმუნებული ვარ, რომ "ყველაფერი კარგად იქნება" მადლიერი ვარ ჩემი ბედისწერის, ჩემი სპორტული კარიერა წარიმართა ბევრი მშვენიერი ადამიანის გარემოცვაში, წილად მხვდა საქართველო წარმედგინა ორ ოლიმპიადაზე, ექვს მსოფლიო და ექვს ევროპის ჩემპიონატზე, მრავალ საერთაშორისო ტურნირზე. ვესტუმრე ბევრ საინტერესო ქვეყანას მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში. უღრმესი მადლობა ჩემს მწვრთნელებს - ეთერ თუთბერიძეს, სერგეი დუდაკოვს და დანიილ გლეიხენგაუზს მათი ხანგრძლივი მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას და ფედერაციის პრეზიდენტს, ქალბატონ მაკა გიორგობიანს, ვისი ძალისხმევის შედეგადაც ქვეყანამ მრავალი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებზე. ასევე, დიდი მადლობა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს და საქართველოს სპორტის სამინისტროს, რომ გვერდში ედგნენ როგორც ეროვნულ ნაკრებს, ისე თითოეულ მოციგურავეს. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჟურნალისტების როლი, ვინც ფაქიზად და გულმოდგინედ შეისწავლიდა ყველა ნიუანსს და ფართე აუდიტორიის წინაშე აშუქებდა ამ ულამაზეს სპორტს - ფიგურულ ციგურაობას. საბოლოოდ, მინდა დიდი სიყვარულით ვუთხრა მადლობა ჩემს ერთგულ გულშემატკივრებს, თქვენს გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობდი არა მხოლოდ ჩემპიონატების ტრიბუნებიდან, არამედ თბილი კომენტარებიდან სოციალურ ქსელებში. ყველას დიდი მადლობა, ჩვენ კიდევ შევხვდებით!」6月6日 21時59分 - moriskvit

モリス・クヴィテラシヴィリのインスタグラム(moriskvit) - 6月6日 21時59分


ძვირფასო მეგობრებო, კოლეგებო და ერთგულო გულშემატკივრებო!
მოვიდა დრო მივიღო ის გადაწყვეტილება, რაც ადრე თუ გვიან ყველა სპორტსმენის ცხოვრების ნაწილი ხდება - სპორტული კარიერის დასრულება. ამ ეტაპზე ჯობს დავასვენო სხეული ინტენსიური დატვირთვისგან. არავის გაუკვირდება, რომ კარიერის დასრულება ყველა სპორტსმენის ცხოვრებაში ძალიან რთული ნაბიჯია და ხშირად თან სდევს უარყოფითი ემოციები. მაგრამ, სიტუაცია ავწონ-დავწონე და მივედი იმ დასკვნამდე, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების დრო დადგა.
მერწმუნეთ, ეს არ არის იმ სპორტსმენის სიტყვები, ვინც ბოლომდე გამოწურული და გამოფიტულია, ეს არის ადამიანის სიტყვები, რომელიც კიდევ ბევრის გაკეთებას გეგმავს. დარწმუნებული ვარ, რომ "ყველაფერი კარგად იქნება"
მადლიერი ვარ ჩემი ბედისწერის, ჩემი სპორტული კარიერა წარიმართა ბევრი მშვენიერი ადამიანის გარემოცვაში, წილად მხვდა საქართველო წარმედგინა ორ ოლიმპიადაზე, ექვს მსოფლიო და ექვს ევროპის ჩემპიონატზე, მრავალ საერთაშორისო ტურნირზე. ვესტუმრე ბევრ საინტერესო ქვეყანას მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში.
უღრმესი მადლობა ჩემს მწვრთნელებს - ეთერ თუთბერიძეს, სერგეი დუდაკოვს და დანიილ გლეიხენგაუზს მათი ხანგრძლივი მხარდაჭერისთვის. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციას და ფედერაციის პრეზიდენტს, ქალბატონ მაკა გიორგობიანს, ვისი ძალისხმევის შედეგადაც ქვეყანამ მრავალი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო შეჯიბრებზე. ასევე, დიდი მადლობა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს და საქართველოს სპორტის სამინისტროს, რომ გვერდში ედგნენ როგორც ეროვნულ ნაკრებს, ისე თითოეულ მოციგურავეს.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ჟურნალისტების როლი, ვინც ფაქიზად და გულმოდგინედ შეისწავლიდა ყველა ნიუანსს და ფართე აუდიტორიის წინაშე აშუქებდა ამ ულამაზეს სპორტს - ფიგურულ ციგურაობას.
საბოლოოდ, მინდა დიდი სიყვარულით ვუთხრა მადლობა ჩემს ერთგულ გულშემატკივრებს, თქვენს გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობდი არა მხოლოდ ჩემპიონატების ტრიბუნებიდან, არამედ თბილი კომენტარებიდან სოციალურ ქსელებში.
ყველას დიდი მადლობა, ჩვენ კიდევ შევხვდებით!


[BIHAKUEN]UVシールド(UVShield)

>> 飲む日焼け止め!「UVシールド」を購入する

2,753

59

2023/6/6

モリス・クヴィテラシヴィリを見た方におすすめの有名人